loader

თბილისში ქურდობისთვის ძებნილი ბანგლადეშის მოქალაქე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში ქურდობისთვის ძებნილი ბანგლადეშის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული, თბილისში დროებით მცხოვრები ბანგლადეშის მოქალაქე ჯამალ ჰ. დააკავეს.

აღნიშნული პიროვნება თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ 2012 წლის 9 აპრილიდან სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის - ავტომანქანის ქურდობისთვის იძებნებოდა. ამჟამად დაკავებული სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაშია შესახლებული.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).