loader

ოპერისა და ბალეტის გარემონტებული თეატრი 2014 წლის 3 ოქტომბერს გაიხსნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოპერისა და ბალეტის გარემონტებული თეატრი 2014 წლის 3 ოქტომბერს გაიხსნება

თბილისის ოპერისა და ბალეტის გარემონტებული თეატრი 2014 წლის 3 ოქტომბერს სპექტაკლ "აბესალომ და ეთერით" გაიხსნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ჟორდანიამ განუცხადა. მისი თქმით, ოპერის თეატრში მარტში უნდა დაიწყოს რეპეტიციები.

ოპერის თეატრში მიმდინარე სამუშაოები საქართველოს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ერთობლივად დაათვალიერეს. მათ მოინახულეს მთავარი სცენის, სარეპეტიციოების, სხვადასხვა დარბაზის გარემონტებისა და რესტავრაციის პროცესი.