loader

"გამორიცხულია, აფხაზეთს და საქართველოს, როგორც ორ სახელმწიფოს შორის რაიმე დოკუმენტი გაფორმდეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამორიცხულია, აფხაზეთს და საქართველოს, როგორც ორ სახელმწიფოს შორის რაიმე დოკუმენტი გაფორმდეს"

გამორიცხულია, რომ აფხაზეთსა და საქართველოს, როგორც ორ სახელმწიფოს შორის რაიმე დოკუმენტი გაფორმდეს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩირიკბას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჟენევის მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე საქართველომ და აფხაზეთმა ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით შესაძლოა, შეთანხმებას მიაღწიონ.

როგორც პრესკონფერენციაზე ვოლსკიმ განაცხადა, აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არ არსებობს. ამასთან, მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკურადაც მიუღებელი შემოთავაზება.