loader

14 წლის გოგომ თანასკოლელი ტვინის შერყევამდე სცემა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

14 წლის გოგომ თანასკოლელი ტვინის შერყევამდე სცემა (+18)

რუსეთში, ქალაქ ნოვოჩერკასკში 14 წლის გოგომ თანასკოლელი ტვინის შერყევამდე სცემა. სამართალდამცველთა თქმით, ინციდენტი სკოლის ტერიტორიაზე, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოხდა. ხელცართულ ჩხუბს რამდენიმე მოზარდიც ესწრებოდა, რომლებსაც სისასტიკის შესაჩერებლად არაფერი გაუკეთებიათ. პირიქით, მოძალადის მეგობარმა შემთხვევა ვიდეო ფირზეც კი აღბეჭდა. ვიდეო მალევე გავრცელდა ინტერნეტში.

დაზარალებული საავადმყოფოში ტვინის შერყევის დიაგნოზით მოათავსეს. მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელი კი დაკავებულია. სამართალდამცველები ჩხუბის მიზეზებს იკვლევენ.