loader

ჟურნალი “აუტო ბილდი” მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ საავტომობილო დაჯილდოებას მართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟურნალი “აუტო ბილდი” მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ საავტომობილო დაჯილდოებას მართავს

ჟურნალი "აუტო ბილდი" მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ საავტომობილო დაჯილდოებას - "ოქროს საჭე 2013-ს" საქართველოში მართავს. მომხმარებლის მიერ წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენა - ეს კონკურსის მთავარი მიზანია.

საუკეთესო ავტომობილების გამოვლენის კამპანიაში ჩაერთნენ საავტომობილო დილერები, სხვადასხვა ავტო ბრენდის ფან კლუბები და გულშემატკივრები. "ოქროს საჭე 2013"-ის კონკურსის ფარგლებში, ყოველ შაბათს სხვადასხვა საავტომობილო დილერების ღონისძიებებია დაგეგმილი. გახსნითი აქცია-ღონისძიება "ნისანის ცენტრში" 9 ნოემბერს გაიმართება.

რჩეული ავტომობილისთვის ხმის მიცემის საშუალება გულშემატკივრებს "პალიტრა მედიას" საიტების საშუალებით ექნებათ. ხმის მიცემის პროცედურა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და საზეიმო დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე