loader

ბრაზილიაში საფლავიდან ცოცხალი მამაკაცი ამოიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრაზილიაში საფლავიდან ცოცხალი მამაკაცი ამოიყვანეს

ბრაზილიელი ქალი, რომელიც სან-პაულოს ერთ-ერთ სასაფლაოზე საოჯახო საფლავის მოსანახულებლად მივიდა, შოკისმომგვრელი ფაქტის მომსწრე გახდა - საფლავის მიწა იძრა და იქიდან ძახილის ხმა გაისმა, ცოტა ხანში კი საფლავიდან მამაკაცის თავი და მკლავები გამოჩნდა. ამის შემხედვარე ქალი კივილით გავარდა სასაფლაოდან, თუმცა მოგვიანებით დაბრუნდა და პოლიციაში დარეკა. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ქალმა ვერ შეძლო სამართალდამცველები მომხდარში დაერწმუნებინა, რის გამოც სასაფლაოს დაცვას მიმართა დახმარებისთვის.

დამარხული ცოცხალი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი მერიის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელებმა სცემეს, რის შემდეგაც ქალაქის სასაფლაოზე წაიყვანეს და ცოცხლად დამარხეს.