loader

"ფლეშ-რობი" - ამერიკაში ახალი დანაშაულებრივი ჯგუფები გაჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფლეშ-რობი" - ამერიკაში ახალი დანაშაულებრივი ჯგუფები გაჩნდა

ამერიკაში ახალი დანაშაულებრივი ჯგუფები გაჩნდა. ხუთი-ექვსი ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი ფლეშმობის მსგავსად მოქმედებს, ოღონდ მხიარული გართობის ნაცვლად ვანდალიზმით არის დაკავებულები - ჯგუფის წევრები დღისით-მზისით, ყველას თვალწინ მაღაზიებს ძარცვავენ. ამიტომ ამ თავდასხმებს "ფლეშ-რობი" ანუ "ფლეშ-ძარცვა" შეარქვეს. ერთი მაღაზიიდან "ფლეშ-რობერებმა" რამდენიმე წამში გამოიტანეს ტანსაცმლის მთლიანი საკიდები ისე, რომ თვითმხილველებმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრეს. 2011 წლის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით მსგავსი ძარცვის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ყოველწლიურად ამერიკის სავაჭრო ორგანიზაციებს "ფლეშ-რობერები" 30 მილიონ დოლარამდე ზარალს აყენებენ.

პოლიცია ვარაუდობს, რომ არდადეგების დაწყებასთან ერთად ასეთი დანაშაულების გახშირებაა მოსალოდნელი და მაღაზიების მფლობელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.