loader

ჭარბი წონის გამო 22 წლის ბიჭს თვითმფრინავში არ უშვებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭარბი წონის გამო 22 წლის ბიჭს თვითმფრინავში არ უშვებენ

უკვე 1 კვირაა, 22 წლის კევინ ჩენაისი ამერიკიდან სამშობლოში, საფრანგეთში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ავიაკომპანია British Airways-მა მას ჭარბი წონის გამო ბორტზე აშვებაზე კატეგორიული უარი განუცხადა.

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ამჟამად 228 კილოგრამს იწონის, ამერიკაში 18 თვის წინ ოჯახთან ერთად სამკურნალოდ ჩავიდა, ახლა კი კევინი უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებს. ავიაკომპანიაში ჩენაისებს განუცხადეს, რომ ამგვარი ზომები ტექნიკური უსაფრთხოების მიზნით მიიღეს. "ვთვლი, რომ ეს დისკრიმინაციაა. ავიაკომპანიას უნდა ცხვენოდეს იმის გამო, რომ ინვალიდს უარი უთხრეს", - ამბობს კევინ ჩენაისი.

კევინის ჯანმრთელობა მუდმივ ყურადღებას და მკურნალობის გაგრძელებას საჭიროებს. ოჯახმა უკვე იყიდა მატარებლის ბილეთი ნიუ-იორკამდე. იქიდან ჩენაისები გემით აპირებენ უკან დაბრუნებას.

British Airways-ის წარმომადგენლების განმარტებით, აქტიურად მუშაობდნენ სიტუაციიდან გამოსავლის საპოვნელად, თუმცა, სამწუხაროდ, ვერაფერი მოახერხეს.