loader

სასიკვდილო აფეთქების კადრები: შემთხვევას მოსკოვის გარეუბანში 5 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასიკვდილო აფეთქების კადრები: შემთხვევას მოსკოვის გარეუბანში 5 ადამიანი ემსხვერპლა

მოსკოვის მახლობლად მომხადრი აფეთქების კადრები ქუჩაში დამონტაჟებულმა ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს. წინასწარი მონაცემებით, აფეთქება გაზის ბალონმა გამოიწვია, რომელიც საცხოვრებელ კორპუსში იყო დამონტაჟებული.

თვითმხილველების თქმით, აფეთქები დროს გამაყრუებელი ხმა გაისმა, მთელმა სახლმა ზანზარი დაიწყო, ჰაერში მოფრინავდა ბეტონის ფილები, ჩაიმსხვრა ახლო-მახლო მდებარე სახლების ფანჯრები.

უბედურ შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შვიდ ადამიანს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება. მაშველებმა ნანგრევებში ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ჩვილის სხეულიც აღმოაჩინეს.