loader

ზუგდიდის რაიონში 30 წლის ქალი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზუგდიდის რაიონში 30 წლის ქალი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 1983 წელს დაბადებული მაკა ლ. ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 6 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 0,496656 გრ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით) და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მზადების ფაქტზე (სსსკ-ის მე-18-260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.