loader

იეჰოვას მოწმეები თბილისის ქუჩებში "ბიბლიურ ლიტერატურას" არიგებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იეჰოვას მოწმეები თბილისის ქუჩებში "ბიბლიურ ლიტერატურას" არიგებენ

ბოლო დროს რამდენიმე მეტროსადგურთან სხვადასხვა ენაზე გამოცემული ლიტერატურით დახუნძლული სტელაჟები გამოჩნდა. წიგნებიან დახლებთან 2-3 ადამიანსაც შენიშნავთ, რომლებიც ლიტერატურას გამვლელებს სთავაზობენ. "პალიტრა ტვ"-მ იეჰოვას მოწმეები მეტრო "თავისუფლების მოედანთან" დააფიქსირა.

"იქნება მკვდრეთით აღდგომა?" "ზნეობრივი ფასეულობები, რომლებიც ჭეშმარიტად ამდიდრებს" - ეს და სხვა სახის "ბიბლიური ლიტერატურა" ქართულ, რუსულ, ჩინურ, ინგლისურ და არაბულ ენებზეა წარმოდგენილი. როგორც იეჰოვას მოწმეები აცხადებენ, მათი ლიტერატურა 600 ენაზეა ნათარგმნი. მათივე ინფორმაციით, არაბულ ენაზე ლიტერატურა თბილისში იმის გამო შემოიტანეს, რომ ბოლო პერიოდში არაბულენოვანი ქვეყნებიდან, თურქეთიდან და ეგვიპტიდან საქართვე
ოში საცხოვრებლად მრავალი ადამიანი ჩამოვიდა.

იეჰოვას მოწმეების ინფორმაციით, თავიანთ ლიტერატურას დილის 10.00 საათიდან საღამოს 20.00 საათამდე ავრცელებენ.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე