loader

"სუბარი დაამშვიდეთ შენ და მოროშკინამ" - დაპირისპირება "რეზიუმეს" ეთერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სუბარი დაამშვიდეთ შენ და მოროშკინამ" - დაპირისპირება "რეზიუმეს" ეთერში

ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების - ნათია იმნაძის და ოთარ კვაჭაძის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი განიხილეს. სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, გათავისუფლების ბრძანებაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად, იმნაძის და კვაჭაძის მიერ მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა მიუთითა. კერძოდ, საქმე ეხება ციხეში თეა თუთბერიძის მიერ ბაჩო ახალაიას მონახულებას.

გადაცემაში მიწვეულ თეა თუთბერიძესა და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძეს შორის, რომელიც სატელეფონო ზარით ჩაერთო პირდაპირ ეთერში, რეპლიკას ცხარე დაპირისპირება მოჰყვა, რაც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

ასევე იხილეთ: "რას ეწევა ეს კაცი ასეთს, ან ბოლო ჭიქა მაინც არ დაალევინონ" - თუთბერიძე სუბარზე

გადაცემა "რეზიუმე" სრულად