loader

დათო ტურაშვილი განახლებული "ლიტერატურული პალიტრის" შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დათო ტურაშვილი განახლებული "ლიტერატურული პალიტრის" შესახებ

"რუსთავი 2"-ის გადაცემა "სხვა შუადღის" ეთერში, მწერალმა დათო ტურაშვილმა განახლებულ "ლიტერატურულ პალიტრაზე" ისაუბრა. მრავალფეროვანი და საინტერესო ლიტერატურული ჟურნალი აგვისტოდან მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით გამოდის და არ ღალატობს მრავალწლიან ტრადიციას, ლიტერატურის მოყვარულებს შესთავაზოს ყველაფერი ერთად - პროზა, მნიშვნელოვანი თარგმანები, პოეზია, კრიტიკა, ქართველი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რჩეული მწერლების ნაწარმოებები.

"ლიტერატურული პალიტრა" 2004 წლიდან გამოდის და მკითხველს მუდმივად ანებივრებს ახალი ნაწარმოებებით თუ თარგმანებით. ჟურნალი ემსახურება ახალგაზრდა ნიჭიერი მწერლების ხელშეწყობას. მას არაერთხელ აღმოუჩენია მნიშვნელოვანი ავტორები.

"ლიტერატურული პალიტრის" მიზანია ქართველი მკითხველი გემოვნებიან ლიტერატურას აზიაროს.