loader

თეა წულუკიანმა კეზერაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ფრანგ კოლეგას მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თეა წულუკიანმა კეზერაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ფრანგ კოლეგას მიმართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით ფრანგ კოლეგას მიმართა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, მან საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს აუხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულებისა და სამართლიანობისთვის კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციის განხორციელება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში 14 ოქტომბერს დააკავეს. კეზერაშვილს პროკურატურა ორ ეპიზოდში ედავება - ე.წ. სპირტის კონტრაბანდის და ტელეკომპანია "იმედის" გასხვისების საქმეებზე, სადაც ყოფილი მინისტრი დედაქალაქის მერ გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.