loader

რიჩარდ ნორლანდმა თსუ-ში მომავალი ჟურნალისტებისთვის მულტიმედია ცენტრი გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რიჩარდ ნორლანდმა თსუ-ში მომავალი ჟურნალისტებისთვის მულტიმედია ცენტრი გახსნა

"საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე თავისუფალი მედია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია" - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა თსუ-ში მომავალი ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი მულტიმედია ცენტრის გახსნის შემდეგ განაცხადა. ელჩის განმარტებით, მულტიმედია ცენტრის გახსნის დაფინანსებით აშშ-ის საელჩო შეეცადა, ხელი შეეწყო მომავალი ჟურნალისტების უნარ-ჩვევების ამაღლებისთვის.

მულტიმედია ცენტრის გახსნას თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავაც დაესწრო. რექტორმა აშშ-ის ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.