loader

რომელ განცხადებაში დაინახა "იდენტობამ" "სიძულვილის ენა" - სერგეენკო განმარტებას მოითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელ განცხადებაში დაინახა "იდენტობამ" "სიძულვილის ენა" - სერგეენკო განმარტებას მოითხოვს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო განმარტებას მოითხოვს იმასთან დაკავშირებით, თუ მის რომელ განცხადებაში დაინახა არასამთავრობო სექტორმა "სიძულვილის ენა" და "შეურაცხყოფა". ამის შესახებ დავით სერგეენკომ ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში განაცხადა.

როგორც მინისტრი აცხადებს, ის მზრუნველობამოკლებულ ადამიანებზე ზრუნვის ნებისმიერ მცდელობას მიესალმება. "მივესალმებით ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელიც იზრუნებს ბავშვებზე, თუმცა, როცა საკითხი შეეხება მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის თავშესაფრის ორგანიზებას, ასეთი სახის აქტივობა რეგულირდება როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კანონმდებლობით, რომელშიც რთული არაფერი არ არის, მაგრამ არის საკითხები, რომელიც კოორდინირებული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროსთან" - აღნიშნა სერგეენკომ.

იხილეთ გადაცემა "რეზიუმე" სრულად"