loader

სპეცოპერაციები ბათუმის და გონიოს საროსკიპოებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცოპერაციები ბათუმის და გონიოს საროსკიპოებში

გონიოსა და ბათუმში, 14 სასტუმროსა და დისკო-კლუბში პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, რამდენიმე პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თოთხმეტივე ობიექტზე ღონისძიება 00:30 საათზე ერთდროულად დაიწყეს. სასტუმროებსა და დისკო-კლუბებში მყოფი პირები საგამოძიებო სამსახურებში არიან გადაყვანილები.

როგორც აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვალერი თელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ობიექტებზე მყოფი ზოგიერთი პირი მოწმის სახით დაიკითხება, ხოლო პირები, რომლებმაც პროსტიტუციისთვის ფართი გასცეს, უმკაცრესად დაისჯებიან.

თელიას განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს აღნიშნულ დანაშაულთან ბრძოლას. სამართალდამცველების მუშაობის პროცესის გადაღების საშუალება ტელევიზიებსაც ჰქონდათ.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე