loader

გზის მონაკვეთები აჭარაში, სადაც სიჩქარის განმსაზღვრელი რადარები დამონტაჟდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გზის მონაკვეთები აჭარაში, სადაც სიჩქარის განმსაზღვრელი რადარები დამონტაჟდა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალებსა და ქალაქებში სიჩქარის განმსაზღვრელი ახალი რადარების დამონტაჟებას აგრძელებს.

თბილისის შემდეგ სიჩქარის განმსაზღვრელი 11 ახალი რადარი აჭარის რეგიონში, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალებზე განთავსდა: ბათუმში, ქობულეთში, ბობოყვათში, გონიოს ციხესთან, "გეზის" ტერმინალთან, მახინჯაურსა და ხელვაჩაურში.

ახალი რადარები მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან სრული დატვირთვით ამოქმედდება. მათი დამონტაჟება მიზნად ისახავს მაგისტრალებზე მძღოლთა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას და მოძრაობისას გადაჭარბებული სიჩქარის მაქსიმალურად შემცირებას.

თითოეული რადარის სიახლოვეს განთავსდა სიჩქარის შეზღუდვისა და რადარის მაჩვენებელი საგზაო ნიშნები, რომლებზეც გამოსახულია ვიდეოკამერა და დასაშვები სიჩქარე.

აქვე შს სამინისტრო იუწყება, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მძღოლს შეუძლია დასაშვები სიჩქარის დადგენილ ზღვარს 15 კმ/სთ სიჩქარით გადააჭარბოს.