loader

გოგონამ 17 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ საშვილოსნო არ აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგონამ 17 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ საშვილოსნო არ აქვს

ინგლისში მცხოვრები 19 წლის გოგონა ჯეკი ბექი საშვილოსნოს გარეშე დაიბადა - მას არ აქვს საშვილოსნო და საშვილოსნოს ყელი.

გოგონამ საშინელი დიაგნოზი მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც ექიმს ზურგის ტკივილით მიაკითხა. მას არ აქვს მენსტრუაცია და როგორც ამბობს, რამდენიმე წელი გინეკოლოგთან მხოლოდ იმიტომ არ მიდიოდა, რომ ფიქრობდა, ციკლი უახლოეს პერიოდში დაეწყებოდა. გინეკოლოგის თქმით, გოგონას ვერასდროს ექნება სექსი და არ ეყოლება შვილები.

ჯეკი სხვა თანატოლების მსგავსად ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმით ცხოვრობდა და ვერასდროს იფიქრებდა, რომ ასეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდა.

"19 წლის ვარ და ვიცი, რომ რამდენიმე წელში საკუთარი ბავშვი მომინდება და ეს უიმედობა მომკლავს. ვფიქრობ, ბავშვს ვიშვილებ, ან სუროგატ დედას მოვძებნი. იმედია გამოჩნდება ისეთი მამაკაცი, რომელიც ჩემნაირ გოგონას შეიყვარებს", - ამბობს ჯეკი.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე