loader

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსეთის ტერიტორიაზე" - სმს-შეტყობინება, რომელსაც ქართული მხარე იძიებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსეთის ტერიტორიაზე" - სმს-შეტყობინება, რომელსაც ქართული მხარე იძიებს

საქართველოს ოკუპირებულ ზონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული კომპანიები ბიზნესს ეწევიან. ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ზოლთან მიახლოებისთანავე, 200 მეტრის დისტანციაზე აბონენტს, რომლის სიმ-ბარათიც როუმინგშია ჩართული, მისდის მოკლე ტექსტური შეტყობინება: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსეთის ტერიტორიაზე".

ამ თემასთან დაკავშირებით, ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" ეთერში სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილმა ქართული მხარის გადაწყვეტილებასა და საკითხის სამართლებრივად შესწავლის მიზეზებზე ისაუბრა.

იხილეთ გადაცემა "საქმე" სრულად