loader

"მიხეილ სააკაშვილს დრო თავის ადგილს მიუჩენს ისტორიაში" - მანანა მანჯგალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიხეილ სააკაშვილს დრო თავის ადგილს მიუჩენს ისტორიაში" - მანანა მანჯგალაძე

პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე მედიასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს მადლობას უხდის. როგორც მანჯგალაძემ პრეზიდენტის პრესსპიკერის რანგში გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბედნიერია, რომ ურთულესი 4 წლის და პოლარიზებული ვითარების მიუხედავად, ამ წლებმა ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე განვლო.

მანჯგალაძემ მადლობა გადაუხადა კოლეგა ნათია ბანძელაძეს, რომლის მანქანაც "ზოგჯერ პრეზიდენტის ვერტმფრენსაც კი უსწრებდა".

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არაადამიანური რესურსების მქონე ადამიანები მუშაობენ, მათ შორის რამდენიმე - ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდიდან. პრესსპიკერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტსაც და აღნიშნა, რომ განვლილი წლები ეამაყება.

იხილეთ ვიდეო gerorgianews.ge-ზე