loader

რის სანაცვლოდ დაესწრება მიხეილ სააკაშვილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რის სანაცვლოდ დაესწრება მიხეილ სააკაშვილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციას მთავრობის მხრიდან გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაესწრება, - ამის შესახებ განცხადება მოქმედი პრეზიდენტის სახელით ანდრო ბარნოვმა გააკეთა.

"თუ ხვალ, დღის ბოლომდე, ახალი ხელისუფლება გააკეთებს განცხადებას, რომ შეწყვეტენ ჩვენი პოლიტიკური ლიდერების წინასწარი პატიმრობების პრაქტიკას და ეს სასახლე შეინარჩუნებს სტატუსს და დარჩება პრეზიდენტის სასახლედ, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაესწრება ინაუგურაციას. ეს არ არის კაპრიზი, ეს არის პირობები, რომელთა შესრულება იქნება იმის პირობა, რომ ქვეყანა უკან არ წავა", - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.

ახალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება.