loader

"ისინი ერთმანეთს იმსახურებენ" - გიორგი ახვლედიანი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალებზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისინი ერთმანეთს იმსახურებენ" - გიორგი ახვლედიანი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალებზე"

უნდა მივიდეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე - ამ თემაზე ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელმა, გიორგი ახვლედიანმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

"როდესაც პრეზიდენტი ამაყობს, რომ  დემოკრატიული არჩევნებით გადააბარა ხელისუფლება, მთელ მსოფლიოს ეტრაბახება, რომ მე დემოკრატიის შუქურა ჯერ კიდევ ვჩახჩახებ - ამას არაადეკვატურობა აღარ ქვია, ამას სიგიჟე ქვია. დაწყებული დროშით, გაგრძელებული საქართველოსთან არაფერ კავშირში მყოფი ადამიანებისთვის მოქალაქეობის მინიჭებით. ამის შემდეგ ულტიმატუმების წამოყენება, რომ თუ რეზიდენციას შეუნარჩუნებთ სტატუსს, მაშინ მოვალთ, ეს არანაკლები აბსურდია, ვიდრე იგივე "ქართული ოცნების" ქმედება მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" რომ ეძახის. ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ერთმანეთს ნამდვილად იმსახურებენ" - აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.

იხილეთ გადაცემა "რეზიუმე" სრულად