loader

მიხარია, რომ ამ ნათელ დღეს აქ ვარ - თამარ გვერდწითელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხარია, რომ ამ ნათელ დღეს აქ ვარ - თამარ გვერდწითელი

გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას ქართული და რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლები, ესტრადის მომღერლები თამარ გვერდწითელი და დათო ხუჯაძეც ეხმაურებიან. ჟურნალისტებთან საუბრისას მათ განაცხადეს, რომ მოხარული არიან იმის გამო, რომ ქვეყნისთვის ამ ისტორიულ დღეს სამშობლოში იმყოფებიან.
დათო ხუჯაძის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხელისუფლების გადაცემა უმტკივნეულოდ მოხდა.

რაც შეეხება თამარ გვერდწითელის განწყობას, მისი სურვილია, ყველა ადამიანის ცხოვრება "ასეთი დიდი შინაგანი იმედებით" აღსავსე იყოს.

გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას გამოეხმაურა ქართველი მსახიობი ზურაბ ცინცქილაძეც. მისი თქმით, გამოჩნდა უამრავი ნიშანი იმისა, რომ ქვეყანა ცხოვრებას უკეთესად გააგრძელებს.

იხილეთ ასევე: ასეთივე სადა, კულტურული და მშვიდი ცერემონია იყო, როგორი პრეზიდენტიც გვყავს - გოგი ჭიჭინაძე

სამართლიანი და ღირსეული ცხოვრება იწყება - ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები ინაუგურაციაზე

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე