loader

ისრაელთან ვიზების გაუქმების შესახებ შეთანხმება გაფორმდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელთან ვიზების გაუქმების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

უვიზო რეჟიმი ისრაელის სახელმწიფოს საქართველოსთან დააახლოებს, – ამის შესახებ მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ხელი მოეწერა ისტორიულ დოკუმენტს საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის შეთანხმება უკვე გაფორმებულია. შესაბამის დოკუმენტს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოეწერა ხელი. 

ამასთან, შსს-ს ცნობით, დღესვე ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა ხელი მოაწერეს დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას - "საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ".