loader

ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი გამოფენა საქალაქო სასამართლოსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი გამოფენა საქალაქო სასამართლოსთან

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შს ყოფილი მინისტრისა და ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი ფოტოგამოფენა იმართება. ფოტოგამოფენის სახელწოდებაა - "კოლაბორაცია დემოკრატიულ სახელმწიფოში დანაშაულია". ფოტოებზე გამოსახულია 26 მაისს მომხდარი მოვლენები და ყველა ფოტოსურათზე დატანილია წარწერა: "დანაშაულის აღკვეთისთვის დღეს სამართლდება ივანე მერაბიშვილი".

როგორც გამოფენის ორგანიზატორები აცხადებენ, ამ სურათებში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობდა ნინო ბურჯანაძე თავისი მხარდამჭერებით რუსული გეგმის განხორციელებას.

მათივე ინფორმაციით, სხვადასხვა სახის ინოვაციური აქცია გაიმართება მთელ საქართველოში, რათა საზოგადოება დარწმუნდეს რეალურად, რომ ვანო მერაბიშვილი უდანაშაულოა.