loader

ბრაზილიელი სტუდენტი ქალწულობას მეორედ ყიდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრაზილიელი სტუდენტი ქალწულობას მეორედ ყიდის

ბრაზილიელი სტუდენტი, რომელმაც სახელი უჩვეულო მიზეზით - ქალწულობის აუქციონზე გაყიდვით გაითქვა, საკუთარ უბიწოებას მეორედ ყიდის.

21 წლის კატარინა მიგლიორინიმ ქალწულობა აუქციონზე პირველად 2011 წელს "გაიტანა". გოგონასთან პირველი ღამის უფლება იაპონელმა მილიონერმა თითქმის 800 ათას დოლარად "შეისყიდა", თუმცა კატარინა ირწმუნება, რომ იაპონელი ანონიმი მყიდველისგან არც ფული და შესაბამისად, არც სექსი არ მიუღია.

ამიტომ კატარინამ გადაწყვიტა, მეორედ გაყიდოს პირველად "დაწუნებული საქონელი", თუმცა ამჯერად უფრო ძვირად - გოგონას იმედი აქვს, რომ აუქციონზე მისი ღირებულება 1,5 მილიონ დოლარს მიაღწევს.

"პირველმა აუქციონმა საქვეყნო პოპულარობა მომიტანა. ამიტომ გადავწყვიტე, მეორედ გავყიდო ქალწულობა აუქციონზე და მგონია, რომ ასეთი პოპულარობის შემდეგ მისი ფასი უფრო გაიზრდება" - ამბობს კატარინა და დასძენს, რომ მიღებული ფულის 90 პროცენტს საქველმოქმედო პროექტებს მოახმარს თავის მშობლიურ ქალაქ სანტა კატარინაში.

კატარინა თავისი ქალწულობის "წყალობით", ბრაზილიაში საკმაოდ პოპულარული გოგონაა - პირველი აუქციონიდან მალევე, მან ბრაზილიური "ფლეიბოისთვის" ეროტიკული ფოტოსესია მოაწყო.