loader

ჰელმანდის პროვინციაში ქართველმა ჯარისკაცებმა სამხედრო ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰელმანდის პროვინციაში ქართველმა ჯარისკაცებმა სამხედრო ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს

ჰელმანდის პროვინციაში, "რეგიონალური სარდლობა სამხრეთ დასავლეთის" დაქვემდებარებაში მყოფმა ბათუმის ცალკეულმა მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა, ნოუზადის რაიონში სამხედრო ოპერაცია წარმატებით ჩაატარა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციის, კოდური სახელით "სემკეპი", მთავარი მიზანი პასუხისმგებლობის რაიონში თალიბების თავისუფალი გადაადგილების აღკვეთა, ბუფერული ზონების შექმნა, "წითელი გზის" დაცვის გაძლიერება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

ბათუმის ბატალიონის - "ალფასა" და "ჩარლის" ასეულების ჯარისკაცებმა, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ოპერაცია დილის 9:00 საათზე დაიწყეს. სამხედრო მოქმედება ოთხ ფაზად დაიყო.

ოპერაცია "სემკეპი" 7 საათის განმავლობაში გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა. კომბინირებულ ოპერაციაში, ქართველების ორ ოცეულთან ერთად, ამერიკელ საზღვაო ქვეითთა "ქართული მეკავშირე ჯგუფისა" (GLT) და საცეცხლე მხარდაჭერის (საჰაერო, საზღვაო საარტილერიო) - "ანგლიკოს" ჯგუფის სამხედროები მონაწილეობდნენ. ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს ძირითადად მხარდამჭერის ფუნქცია ჰქონდათ. მათ საჭიროების შემთხვევაში დროულად უნდა გამოეძახათ სამედიცინო ევაკუაცია და საცეცხლე მხარდაჭერა. ჯავშანმანქანა MRAP-ების გარდა, ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცების უსაფრთხოებას ჰაერიდან "სუპერ კობრა" და UH-1, ე.წ. იროკეზი-იანკი მოდელის ვერტმფრენები უზრუნველყოფდნენ.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე