loader

"მადლობა, ბატონო ბიძინა" - ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის ორი წელი ერთ ფოტოგამოფენაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მადლობა, ბატონო ბიძინა" - ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის ორი წელი ერთ ფოტოგამოფენაში

თეატრ-ფაბრიკა "რობიკონში" ფოტორეპორტიორების გიორგი აბდალაძისა და გიორგი კაკულიას ფოტონამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენა სახელწოდებით - "მე ვუერთდები აქციას და მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს" საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის ორ წელს მოიცავს.

ავტორების თქმით, ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილია 150-მდე ფოტო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენციით იწყება და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციით სრულდება. ფოტოგამოფენა ასახავს ყველა იმ მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც ორი წლის განმავლობაში საქართველოში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის დროს განვითარდა.

გამოფენას ესწრებოდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

ამასთან, ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო სტენდი, სადაც ყველა მსურველს ჩანაწერის გაკეთება შეეძლო. სტუმრებმა, პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სტენდზე ჩანაწერი დატოვეს "დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა".