loader

"10 წლის წინ ახალი ეპოქა დაიწყო" - "ვარდების რევოლუციის" მეათე წლისთავი კონცერტით აღნიშნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"10 წლის წინ ახალი ეპოქა დაიწყო" - "ვარდების რევოლუციის" მეათე წლისთავი კონცერტით აღნიშნეს

"ვარდების რევოლუციის" 10 წლისთავთან დაკავშირებით რიყის პარკში კონცერტი გაიმართა. კონცერტს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, საპარლამენტო უმცირესობის წევრები, საკრებულოს წევრები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. რიყის პარკში იმყოფებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი, პარლამენტარები აკაკი მინაშვილი, აკაკი ბობოხიძე, გიორგი კანდელაკი, ჩიორა თაქთაქიშვილი.

რიყის პარკის ტერიტორია მორთული იყო ვარდებით, ასევე გაიმართა ფოტოგამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო 2003 წლის 23 ნოემბრის "ვარდების რევოლუციის" ამსახველი ფოტოები.

"10 წლის წინ ახალი სახელმწიფო დაიბადა", "ვარდების რევოლუცია იყო პასუხი იმ სიბნელეზე და უპერსპექტივობაზე, რაც ქვეყანაში იყო და დღეს საქართველოს აქვს შანსი კიდევ უფრო წინ წავიდეს" - ასე აფასებდნენ 10 წლის წინანდელ მოვლენებს რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისული სტუმრები.