loader

შვილმკვდარი მამა ლაგოდეხის პოლიციის უფროსს მკვლელობაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შვილმკვდარი მამა ლაგოდეხის პოლიციის უფროსს მკვლელობაში ადანაშაულებს

ექსპო-ჯორჯიაში, სადაც პარტია "ქართული ოცნების" ყრილობა მიმდინარეობდა, მოქალაქე გიორგი ჭანყოშვილი ბიძინა ივანიშვილთან და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას ითხოვდა. მისი მტკიცებით, ლაგოდეხის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსმა 2013 წლის 15 აპრილს შვილი მოუკლა და ამასთან დაკავშირებით სურს ინფორმაცია პირველ პირებს მიაწოდოს. ჭანყოშვილის თქმით, აქამდე ყველა უწყებაში იმყოფებოდა, თუმცა, არსად მოუსმინეს.

იგი "ექსპო-ჯორჯიაში" ყრილობაზე შესვლას ცდილობდა, თუმცა, დაცვის სამსახურის წევრებმა ამის საშუალება არ მისცეს. მოქალაქე აცხადებდა, რომ ვიდრე ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს არ შეხვდებოდა, ტერიტორიას არ დატოვებდა.