loader

საქართველოში პოლიტიკოსი მერის დრო უნდა დამთავრდეს - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში პოლიტიკოსი მერის დრო უნდა დამთავრდეს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოში პოლიტიკოსი მერის დრო უნდა დამთავრდეს, - ამის შესახებ დღეს დავით ნარმანიას კანდიდატურის კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს სჭირდება მეურნე ადამიანი, ვინც 24 საათის განმავლობაში იზრუნებს ქვეყნის კეთილდღეობაზე.

"ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც იზრუნებს ქვეყნის კეთილდღეობაზე და არა ისეთი ხალხი, რომელიც ჯერ საკუთარ კომფორტსა და კეთილდღეობაზე ზრუნავს და ბოლოს ფიქრობს ხალხზე", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ დაირღვევა კანონი, თუ დავით ნარმანია მინისტრობის პერიოდში ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება კანონს არ დაარღვევს. "ჩვენი ხელისუფლება მომავალშიც იქნება საზოგადოებაზე ორიენტირებული", - განმარტა ღარიბაშვილმა.