loader

კიევი: პიკეტი მთავრობის სახლთან და ცრემლსადენი გაზით დარბეული მომიტინგეები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიევი: პიკეტი მთავრობის სახლთან და ცრემლსადენი გაზით დარბეული მომიტინგეები

კიევში დილიდან დაიწყო მთავრობის სახლის პიკეტირება. შეკრებილი მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მთავრობის სახლთან შეკრებილ უკრაინის ევროინტეგრაციის მომხრეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ მოხდა შეტაკებები, რა დროსაც მილიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

"რია ნოვოსტის" ცნობით, 500-მდე მომიტინგე უკრაინის მთავრობის სახლთან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლაი აზაროვის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ ქვეყნის ექსპრემიერის, იულია ტიმოშენკოს ციხიდან გათავისუფლებას.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის სახლის შტურმის მცდელობისთვის სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.