loader

"თბილისელებს აქვთ არჩევანი: უგულავა - მხეცი და ნარმანია - პროფესიონალი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თბილისელებს აქვთ არჩევანი: უგულავა - მხეცი და ნარმანია - პროფესიონალი"

ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში საკრებულოს წევრებმა, ზაზა გაბუნიამ და კახა კუკავამ თბილისის მერის არჩევნებზე და მერიისა და საკრებულოს ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ზაზა გაბუნია გიგი უგულავას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც დედაქალაქის მერმა გიორგი მარგველაშვილს "კალიგულას ცხენი", ხოლო დავით ნარმანიას "კალიგულას პონი" უწოდა.

"გიგი უგულავა არის ჩვეულებრივი თავხედი. პირველად არ ვისმენთ ასეთ შეფასებებს მისი მხრიდან, ის ყოველთვის იყო ამოვარდნილი დიდი ქალაქის მერის კონტექსტიდან. მისი განცხადებებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს თბილისის მოსახლეობას სხვაობას მასსა და დავით ნარმანიას შორის. თბილისელებს აქვთ ძალიან მარტივი არჩევანი: გიგი უგულავა, როგორც მხეცი, ბუნებით მიმტაცებელი და დავით ნარმანია, რომელიც პროფესიონალია და სურს ენერგია ჩადოს პრობლემების მოგვარებაში, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან ბევრია დედაქალაქში" - აღნიშნა გაბუნიამ.

იხილეთ: "არ ვშაყირობ, თბილისის მერად "კალიგულას პონს" გვთავაზობენ" - გიგი უგულავა

იხილეთ გადაცემა "რეზიუმე" სრულად