loader

ახმეტელის მეტროსთან უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახმეტელის მეტროსთან უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1978 წელს დაბადებული კობა კ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დააკავეს.

ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დაკავებული თბილისში, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს საათებში, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა შეამჩნიეს, რომ კობა კ-ს ტანსაცმლიდან ცეცხლსასროლი იარაღი უჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მისი პირადი ჩხრეკისას "ტე-ტე"-ს მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).