loader

ყალბი პასპორტების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი ახალგაზრდა დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყალბი პასპორტების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი ახალგაზრდა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით 3 პირი - 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გურამ გ, 1990 წელს დაბადებული გიორგი კ. და 1990 წელს დაბადებული მარიამ ჩ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მიზნით, საზღვარგარეთის ყალბ პასპორტებს უმზადებდნენ. მათ ერთ-ერთ მოქალაქეს უცხო ქვეყნის მოქალაქის ყალბი მოწმობაც დაუმზადეს.

სამართალდამცველებმა მარიამ ჩ-ს ავტომანქანის ჩხრეკისას გაყალბებული საბუთების გასაღების შედეგად მიღებული თანხა - 1000 ევრო ამოიღეს. ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია გაყალბებული საბუთებიც.