loader

წელქვემოთ პარალიზებული ექიმი ოპერაციებს ატარებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წელქვემოთ პარალიზებული ექიმი ოპერაციებს ატარებს

შეზღუდული შესაძლებლობები რომ არ არსებობს, ამას აშშ-ის შტატ მისურიში მცხოვრები ქირურგი ტედ რამელი კიდევ ერთხელ ამტკიცებს.

ექიმმა რამელმა 2010 წელს ხერხემლის მოულოდნელი ტრავმის შედეგად წელქვემოთ მგრძნობელობა დაკარგა. მას არც სიარული, არც დგომა შეუძლია, თუმცა საყვარელი საქმისადმი თავდადებამ შეუძლებელი შეაძლებინა - სპეციალური, დასადგომი ეტლის საშუალებით, ის ახლა ურთულეს, რამდენიმესაათიან ოპერაციებს ატარებს.

"ავადმყოფობამდე წელიწადში ათას ოპერაციას ვაკეთებდი და მოულოდნელად იმ საქმის გარეშე დავრჩი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება იყო. ამას ვერაფრით შევეგუებოდი" - ამბობს ტედი, რომელმაც სამსახურში დაბრუნება ერთწლიანი ინტენსიური სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ შეძლო.