loader

17-საათიანი ურთულესი ოპერაცია: უხელო მამაკაცს კიდურები გადაუნერგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

17-საათიანი ურთულესი ოპერაცია: უხელო მამაკაცს კიდურები გადაუნერგეს

53 წლის მექსიკელი გაბრიელ გრანადო, რომელმაც ორი წლის წინ ორივე ხელი დაკარგა, ახალ ცხოვრებას იწყებს: 17-საათიანი ურთულესი ოპერაციის შედეგად, რომელსაც ხუთი პლასტიკური ქირურგი აკეთებდა, მას ორივე ზედა კიდური გადაუნერგეს. კიდურების დონორი სროლის შედეგად დაღუპული ადამიანი იყო. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ექიმების თქმით, 18-თვიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ, გაბრიელი ჩვეული ცხოვრების რიტმში დაბრუნებას შეძლებს, თუმცა, ამის შემდეგაც რჩება გართულებების საფრთხე - შესაძლოა, სხეულმა ახლადგადანერგილი ორგანოები ვერ მიიღოს.

მსგავსი ოპერაცია პირველად ლათინურ ამერიკაში ჩატარდა. მექსიკაში ორგანოების ტრანსპლანტაციის მომლოდინე 18 ათასამდე ადამიანია რეგისტრირებული. გრანადოსს იმედი აქვს, რომ მისი წარმატებული ოპერაცია სტიმულს მისცემს ადამიანებს, ორგანოების დონორები გახდნენ.