loader

პარაფირების ხელშეკრულებას "სულიკოს" და "შალახოს" ფონზე მოეწერა ხელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარაფირების ხელშეკრულებას "სულიკოს" და "შალახოს" ფონზე მოეწერა ხელი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება პარაფირებულია. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის ნაწილში - ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტმა.

პარალელურად, მაია ფანჯიკიძემ და ქეთრინ ეშტონმა ხელი მოაწერეს ჩარჩო ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს ჩართვის შესახებ. შეთანხმების ტექსტი მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

ხელმოწერის ცერემონია ქართულ მოტივებზე შექმნილი მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.

ასევე იხილეთ:

"მე ვიცი, რომ მიშამ დატოვა ეს" - ალექსი პეტრიაშვილმა "შალახოზე" იხუმრა

გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა ვილნიუსის სამიტზე

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე