loader

ჰომოსექსუალი მღვდელი და ჭერზე გაკრული შიშველი ქალი - სკანდალი მოსკოვის თეატრში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰომოსექსუალი მღვდელი და ჭერზე გაკრული შიშველი ქალი - სკანდალი მოსკოვის თეატრში

მოსკოვის ერთ-ერთ თეატრში დადგმულ სპექტაკლს სკანდალი მოჰყვა. რეჟისორ კონსტანტინ ბოგომოლოვის სპექტაკლი "იდეალური ქმარი" მართლმადიდებლური მოძრაობის წარმომადგენლებმა ჩაშალეს, რადგან მათი აღშფოთება წარმოდგენის შინაარსმა გამოიწვია.

დარბაზში არეულობა ერთ-ერთი სცენის დროს დაიწყო: სპექტაკლის მაყურებლების თქმით, ჭერზე გაკრული შიშველი ქალი ჯვარცმულ იესოს განასახიერებდა, ხოლო მსახიობი მამაკაცი, რომელიც მის წინ "ლოცულობდა", ჰომოსექსუალ მღვდელს. მოულოდნელად სცენაზე ქალი ავიდა და მაყურებლებს მოუწოდა, დარბაზი დაეტოვებინათ. დაცვის თანამშრომლებმა ქალი სცენიდან იძულებით გაიყვანეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პირველი აქტის დასრულების შემდეგ თეატრი მაყურებლების დიდმა ნაწილმა დატოვა.