loader

რას მოითხოვენ ციხის ყოფილი დირექტორის ცემისთვის დაკავებული წყალბურთელების მეგობრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას მოითხოვენ ციხის ყოფილი დირექტორის ცემისთვის დაკავებული წყალბურთელების მეგობრები

ციხის ყოფილი დირექტორის, ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტზე დაკავებული წყალბურთელების მეგობრები მათთვის წაყენებული ბრალის შემსუბუქებას მოითხოვენ.

როგორც პრესკონფერენციაზე წყალბურთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებმა განაცხადეს, საქმეში არსებობს გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამტკიცებს, რომ ლაშა ბრეგვაძეს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული ინციდენტის შედეგად. აქედან გამომდინარე, წყალბურთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ სასამართლომ გიორგი ჩხეიძისთვის, ლევან კვარაცხელიასა და გიორგი გუდაძისთვის წაყენებული ბრალი, 126-ე მუხლით რაც ძალადობას გულისხმობს, დააკვალიფიციროს მსუბუქი მუხლით, კერძოდ, 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.

სასჯელაღსრულების #17 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ლაშა ბრეგვაძე დაკავებულების ნაცნობია. როგორც ცნობილია, იგი არაყიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი დაკავებული წყალბურთელის, ლევან კვარაცხელიას სახლში სცემეს. ამის მიზეზი ლაშა ბრეგვაძის მონაყოლი გახდა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ეხებოდა ციხის დირექტორობის პერიოდში მისი მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებზე.