loader

"საქართველო დღეს და მაშინ..." - ქართველი ფოტოგრაფების ფოტოგამოფენა ლონდონში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველო დღეს და მაშინ..." - ქართველი ფოტოგრაფების ფოტოგამოფენა ლონდონში

ლონდონის არისტოკრატულ კლუბ "ლანდსდაუნში", 27 ნოემბერს ფოტოგამოფენა - "საქართველო დღეს და მაშინ..." გაიმართა.

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამი ქართველი ფოტორეპორტიორის, ირაკლი გედენიძის, გია აბდალაძის და ზურაბ ქურციკიძის ფოტონამუშევრები. ფოტოგამოფენის თემატიკა იყო: რუსული აგრესია 2008 წლის აგვისტოში, მშვიდობიანი მიტინგების დარბევა 2007 წლის ნოემბერში და 2011 წლის 26 მაისი.

გამოფენას ესწრებოდნენ აკადემიური და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი (აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი), ელიტარული დახურული კლუბის "ლანდსდაუნის" საპატიო წევრები, ბრიტანეთის პარლამენტის წევრები.

პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის ორგანიზატორები არიან გაზეთი "ბრიტანეთი", გაზეთი "იბერია", ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა.