loader

კომეტა, რომელიც 5,5 მილიონი წლის განმავლობაში მოგზაურობდა, მზემ დაადნო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კომეტა, რომელიც 5,5 მილიონი წლის განმავლობაში მოგზაურობდა, მზემ დაადნო

ეს იყო მოგზაურობა 5,5 მილიონი წლის ხანგრძლივობით, მაგრამ ყველაფერი მზის გამო დასრულდა. ასტრონომებმა მზის მიმართულებით მოძრავი კომეტა ისონი თვალთახედვის არედან დაკარგეს. ბრიტანელი მეცნიერების თქმით, კომეტამ ვერ გაუძლო მზესთან მიახლოებას და დადნა.

ამის პარალელურად ამერიკელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კომეტა ფრენას განააგრობს. ნეიტრალურ მოსაზრებას გამოთქვამენ ევროპელი მეცნიერები. მათი თქმით, კომეტა დაიშალა, თუმცა, მისი დიდი ნაწილი კვლავ აგრძელებს ფრენას. ასტრონომები დიდხანს აკვირდებოდნენ მას. იმედოვნებდნენ, რომ ის მზეს მხოლოდ 1,6 მილიონი კილომეტრით მიუახლოვდებოდა, მაგრამ მეცნიერ–ასტროლოგთა გამოთვლა არ გამართლდა - კომეტა მზესთან გაცილებით ახლოს აღმოჩნდა.