loader

ბათუმში "ჭაჭა თაუერმა" შესაძლოა, ფუნქციონირება შეწყვიტოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში "ჭაჭა თაუერმა" შესაძლოა, ფუნქციონირება შეწყვიტოს

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ზამთრის პერიოდში "ჭაჭა თაუერთან" ძირითადად ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები იკრიბებიან და სასმელს მოიხმარენ.

"თაუერის" მოვლა-პატორნობა ამავე უწყების ორმა თანამშრომელმა შეითავსა. მათი ყოველწლიური ანაზღაურება 8 400 ლარს შეადგენს. გოჩა მჟავანაძის განმარტებით, ობიექტმა თავდაპირველი დანიშნულება ვერ გაამართლა.

"ჭაჭა თაუერის" მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში "თაუერთან" ალკოჰოლის გამო მისული ტურისტები აღარ უნახავთ. უფრო მეტიც: ისინი ამბობენ, რომ კოშკი დიდი ხანია, აღარ მუშაობს.

"ჭაჭა თაუერი" სპეციალური სახელმწიფო ტრანსფერიდან დაფინანსდა და მისი მშენებლობა ჯამში მილიონ 502 ათას 306 ლარი დაჯდა. "თაუერისთვის" 4 ათასი ლიტრი ალკოჰოლური სასმელი კერძო კომპანიამ ბათუმის მერიას უსასყიდლოდ გადასცა. მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით, კოშკი სამომავლოდ ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს გადაეცემა.

ტერიტორია, რომელზეც "ჭაჭა თაუერია" განთავსებული, კვლავ დავის საგანია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბათუმის მერიისთვის ტერიტორია ჯერ არ გადაუცია. რა ბედი ელის აღნიშნულ ობიექტს და როგორ გააგრძელებს სამომავლოდ კოშკი ფუნქციონირებას, პასუხის მისაღებად "მაცნე" მთელი დღის განმავლობაში უწყებიდან კომენტარის მოპოვებას ცდილობდა. დაპირების მიუხედავად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ დიასამიძემ კომპეტენტურ პირთან ვერ დაგვაკავშირა.

იხილეთ გადაცემა "მრავალკუთხედი"