loader

ეროვნული საგალობლები, ლექსი და სამზარეულო - "ქართული დღეები" ლონდონში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეროვნული საგალობლები, ლექსი და სამზარეულო - "ქართული დღეები" ლონდონში

ლონდონში "ქართული დღეები" გრძელდება. "ოქსფორდ კემბრიჯ კლუბში" პოეტ დავით მაღრაძის წიგნის, "ჯაკომო პონტი"-ს პრეზენტაცია გაიმართა. პოეტმა დამსწრე საზოგადოებას რამდენიმე ლექსი წაუკითხა და უამრავ მსურველს საკუთარი ავტოგრაფები დაურიგა.

საღამო-პრეზენტაცია კულტურის სამინისტროსა და გაზეთების: "ბრიტანეთი"და "იბერია" ძალისხმევით შედგა.
გარდა ამისა, ღონისძიების - "ქართული დღეები ლონდონში" ფარგლებში ანსამბლმა "რუსთავმა" ლონდონის საკათედრო ტაძარში ქართული ხალხური საგალობლები შეასრულა.

"ქართული დღეები" ლონდონში კიდევ ერთი დღე გაგრძელდება. ლონდონელებსა და ქალაქის სხვა სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძებისა და ღვინის დაგემოვნების საშუალება კიდევ ერთხელ მიეცემათ.

სპეციალურად საიტისთვის: ირაკლი გედენიძე