loader

გიორგი მარგველაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ "ევრონიუსთან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი მარგველაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ "ევრონიუსთან"

საქართველო ისტორიულად ევროპის ნაწილია, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზაზე სვლას და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ევროპული ოჯახის წევრი გავხდებით არა მხოლოდ კულტურული, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ევრონიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - შეძლებს თუ არა, საქართველო რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობას, თუ უკრაინის მსგავსად, რუსეთი საქართველოზეც მოახდენს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან მიმართებაში ზეწოლას, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში ყოველთვის სწორი არ არის ანალოგებით ფიქრი.

"რა თქმა უნდა, სამიტზე არსებული გარემოება ამისკენ გვიბიძგებს. ვფიქრობთ, რომ გაფართოებული და ძლიერი ევროპა უფრო უსაფრთხო მსოფლიოს, უსაფრთხო რეგიონსა და რუსეთის უსაფრთხო სამეზობლოს ნიშნავს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ევრონიუსთან" საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა ასევე განმარტა, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება და იმავდროულად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ერთმანეთთან შეუსაბამობაში არ მოდის.
"საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და საკუთარი პოლიტიკა აქვს. საქართველო ცდილობს გზავნილი მიაწოდოს თითოეულ თავის მეზობელს, მათ შორის რუსეთსაც, რომ ცივილიზებული, ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული და ევროატლანტიკური საქართველო არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს, არამედ პირიქით, ეს უფრო უსაფრთხო საზღვრებსა და უფრო სტაბილურ სამეზობლოს ნიშნავს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე