loader

"სულ მალე ჩვენ ვისაუბრებთ შიდსისგან თავისუფალ თაობაზე" - პოზიტიური ვიდეო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სულ მალე ჩვენ ვისაუბრებთ შიდსისგან თავისუფალ თაობაზე" - პოზიტიური ვიდეო

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. გთავაზობთ UNAIDC-ის აღმასრულებელი დირექტორის, მიშელ სიდიბეს საოცრად პოზიტიურ ვიდეოს შიდსთან ბრძოლასთან დაკავშირებით. სოციალურ ვიდეოში მიშელ სიდიბე ყვება, რომ დაავადებასთან ბრძოლა საზოგადოების საერთო ძალისხმევით შესაძლებელია, რომ თანამედროვე მკურნალობის მეთოდები საშუალებას იძლევა, უფრო მეტი ადამიანი გადაურჩეს შიდსს, დაძლიოს სტიგმა და და გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, რომ უფრო მეტმა ბავშვმა აიხდინოს ოცნება და იყოს ბედნიერი.

"აივ-ინფექცის შემთხვევებმა იკლო, აქედან გამომდინარე კი - შიდსისგან დაღუპვის შემთხვევები შემცირდა; ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც მკურნალობენ, იმატა; პირველად ისტორიის მანძილზე ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ეპიდემიის დასრულების მოახლოება; პირველად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაავადების განვითარების ტრაექტორია შევცვალეთ და ვიწყებთ მის კონტროლს; სულ მალე ჩვენ შეგვეძლება ვისაუბროთ შიდსისგან თავისუფალ თაობაზე", - ამბობს მიშელ სიდიბე.