loader

შტურმი ბულდოზერით - კიევში პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღება სცადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შტურმი ბულდოზერით - კიევში პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღება სცადეს

დაპირისპირება კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, თითქმის ნამდვილ ომში გადაიზარდა.

საპროტესტო აქციის მონაწილებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განლაგებულ მილიციელებს ქვები დაუშინეს. მომიტინგეები ცდილობდნენ პოლიციის კორდონი გაერღვიათ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა შტურმით აეღოთ. ამისთვის მათ ბულდოზერი მიიყვანეს და სპეცრაზმის კორდონის გარღვევას ამგვარად ცდილობდნენ.

როგორც რუსული მედია იტყობინება, შინაგანი ჯარის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს ხმაურიანი ყუმბარებით და ცრემლსადენი გაზით უპასუხეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციის მინაწილეების მიერ პრეზიდენტის სასახლის შტურმის დროს 5 სამართალდამცავი დაშავდა.