loader

"მიფრინავენ ოცნებები" - კანცელარიასთან მთავრობის დაპირებები ბუშტებით ჰაერში გაუშვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიფრინავენ ოცნებები" - კანცელარიასთან მთავრობის დაპირებები ბუშტებით ჰაერში გაუშვეს

სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია, სახელწოდებით "მიფრინავენ ოცნებები" გაიმართა. კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეებმა ლურჯი ბუშტები ხელისუფლების მიერ ერთი წლის წინ გაცემულ დაპირებებთან ერთად ჰაერში გაუშვეს.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, აქციის მიზანი იყო, მთავრობისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ ის დაპირებები, რაც მათ ერთი წლის წინ გასცეს. მისი თქმით, არც ერთი დაპირება დღემდე შესრულებული არ არის.

აქციის მონაწილეებმა მთავრობას მოუწოდეს, იმუშაოს და წინასაარჩევნო დაპირებები შეასრულოს. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ცნობილი სახეებიც: გიგა ნასარიძე, გურამ დონაძე, მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი.