loader

საქართველოს ოფიციალური დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ოფიციალური დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება

სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს სამთავრობო დელეგაცია არ გაემგზავრება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია RT-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ გავმართეთ დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა მიეღო თუ არა საქართველოს მონაწილეობა ოლიმპიადაზე. მთავრობამ ოლიმპიურ კომტეტთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო წასულიყო სოჭის ოლიმპიადაზე. მთავრობა სოჭში არ გაემგზავრება. წავლენ მხოლოდ სპორტსმენები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აღნიშნული ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილთან RT-ის ჟურნალისტმა სოფო შევარდნაძემ ჩაწერა.

იხილეთ: "საქართველოს ევროპაზე უკეთესი არჩევანი არ აქვს" - ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ Russia Today-სთან

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე